„ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. მიუხედავად პოზიტიური მესიჯებისა, ანგარიში ცალსახად სუბიექტური და მიკერძოებულია. როგორც ანგარიშშია ნათქვამი „მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნა აშკარად დაშორებულია რეალობას და კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზეა მორგებული:
„ევროკავშირი კანონის უზენაესობას გვიწუნებს და სასამართლო სისტემას გვიკრიტიკებს. მათი აზრით სააკაშვილის, მელია, ხაზარაძე გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება არ უნდა დაწყებული, რადგან მან შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი. სამწუხაროდ ევროკომისიის დასკვნა აღქმებს ემყარება და არა ფაქტებს. საქართველოში კანონის უზენაესობა გვაქვს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის ქვეყნის ექსპრეზიდენტი და ა.შ. საინტერესოა ევროკომისია აშშ-ში განვითარებული მოვლენების გამო თუ გამოთქვამს შეშფოთებას...
რაც შეეხება ქართულ მართლმსაჯულებას, სააკაშვილის და გვარამიას შესახებ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიღებული არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ სასამართლოს აქვს. შესაბამისად მიკერძოებულობაზე საუბარი არასერიოზულია. ევროკომისიისთვის მთავარი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს ინსტიტუციური მდგრადობა უნდა იყოს და არა კონკრეტული ადამიანები, რადგან საქართველო (სახელმწიფო) ეს ძლიერი ინსტიტუტები და ხალხია, რომელსაც კანონი მართავს და დემოკრატიის მაღალი დონით გამორჩევა. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მედია ბაზარი, აქ ათეულობით ე.წ. კრიტიკული, ოპოზიციური მედია მაუწყებლობს, რომელთა მუშაობის სტილი კრიტიკას ვერ უძლებს, უფრო მეტიც, სამარცხვინოა, მაგრამ მათ აქვთ სიტყვის გავრცელების თავისუფლება. ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისთვის სასურველი ფორმით საკუთარი აზრის გამოხატვა, ისე რომ ამის გამო არავინ დევნის. სწორედ აღნიშნულზე უნდა ისაუბროს ევროკავშირმა, ისინი კი კანონის უზენაესობის გამო გვაკრიტიკებენ. ევროკავშირის კრიტიკამ სვეტიცხოვლის აგების ისტორია გამახსენა „დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია?“ ევროკომისიის დასკვნამ უკმარისობის განცდა დამიტოვა, რადგან ის აშკარად დაშორებულია რეალობას და კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზეა მორგებული“, - აცხადებს ჩიხელიძე.