„კოლექტიური „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, ასე შეიძლება უკვე ეწოდოს რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს მოქალაქეებს ეუბნება, ჩვენ ჩავიხდით ბოლომდე, ყველაფერზე წავალთ, ოღონდ კი მხარი დაგვიჭირეთო“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმად ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება.
„კოლექტიური „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, ასე შეიძლება უკვე ეწოდოს რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს მოქალაქეებს ეუბნება, ჩვენ ჩავიხდით ბოლომდე, ყველაფერზე წავალთ ოღონდ კი მხარი დაგვიჭირეთო. ვერა და ვერ გაიგო, და ვერც გაიგებს, ეს მართლა უსამშობლო შემადგენლობა, რომ საქართველოში ჩახდილები და ჩამხდელები არ უყვართ“, - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.