logo_geo
eng_logo
ნუგზარ სერგია: თუ მეგრული ენის გადარჩენა გვინდა, ის სამეგრელოში ოფიციალურ ენად უნდა გამოცხადდეს
- +

19 აგვისტო. 2022. 23:57

 

 

„ევროპული საქართველო“ წევრი ნუგზარ სერგია ამბობს, რომ მეგრული ენის გადასარჩენად აღნიშნული ენა სამეგრელოში ოფიციალურ ენად უნდა გამოცხადდეს და სამართლის წარმოება ადგილობრივ დონეზე მეგრულად უნდა წარიმართოს. ამის შესახებ ნუგზარ სერგია ფეისბუქ-გვერდზე წერს.

 

მისი თქმით, სამეგრელოში მეგრული ენის ოფიციალურად გამოსაცხადებლად საჭიროა ავტონომია, რაც, მისი თქმით, სამეგრელოს მოსახლეობისა და ხელისუფლების ორმხრივი სურვილის შემთხვევაში მარტივი მისაღწევია:

 

„სრული სისულელეა მეგრული ენის შენარჩუნებაზე ფიქრი, მით უმეტეს, მის განვითარებაზე, თუ ენის გამოყენების საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც, გამოყენების აუცილებლობა. თავს ნუ მოვიტყუებთ. თუ მეგრული ენის გადარჩენა გვინდა, ის სამეგრელოში ოფიციალურ ენად უნდა გამოცხადდეს და სამართლის წარმოება ადგილობრივ დონეზე მეგრულად უნდა წარიმართოს. ამ ყველაფერს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ავტონომია სჭირდება.

 

რისი მიღწევაც სამეგრელოს მოსახლეობის და ქართული ხელისუფლების ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, სრულიად მარტივია“, - წერს ნუგზარ სერგია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner