logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ვინ იფიქრებდა, რომ „საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი“ ასე შორს გაფრინდებოდა - სიას აკლია „მონსენიორის“ წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა...
- +

26 აგვისტო. 2022. 15:44

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის სოსო გოგაშვილის მიერ ციხიდან გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც გოგაშვილის მისი ადვოკატის დიმიტრი მჭედლიშვილის შესახებ საუბრობს.

 

ქართველიშვილის თქმით, შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო „რთული“ ახსნა მოეძებნოს - კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, „ჩაეხსნა“ ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას.

 

„სოსო გოგაშვილს გაუკეთეს პერსონალური გვერდი ფბ-ზე, წარწერით: „პოლიტიკური მოღვაწე“. ანუ, წელიწადი არ გადის, ამ უნიკალურ პერსონაჟს ახალი სტატუსი არ გამოუჩნდეს. ვინ იფიქრებდა, რომ 1989 წელს, თსუ-ს მარნეულის ფილიალის წნორის განყოფილების აბიტურიენტი და 1998 წელს თსუ-ს სიღნაღის ფილიალის კურსდამთავრებული, სპეციალობით „საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი“ - ასე შორს თუ გაფრინდებოდა: ვიცე-პოლკოვნიკი, სუს-ის ვიცე-შეფი, საჯარო მმართველობის დოქტორანტი, „უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი, „სახალხო პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი, აწ უკვე „პოლიტიკური მოღვაწე“, აწ უკვე - „პოლიტპატიმარი“.

 

ამ შთამბეჭდავ სიას აკლია „მონსენიორის“ წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი. დღეს მას მორიგი „ეპისტოლე“ დაუწერეს, საიდანაც თვალში მომხვდა ერთი საინტერესო წინადადება: „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღე „იცავდა ჩემს უფლებებს“. ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა. აი, აქ კი შევეცდები გარკვეული დახმარება გავუწიო „საჯარო მმართველობის დოქტორს“ და „ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს“. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი - სად გაქრებოდა დიმიტრი მჭედლიშვილი. პირადად ვიცი - როგორ „ქრებიან“ გოგაშვილის ირგვლივ ადამიანები. ის ჯერ ცხინვალში გადავიდოდა, სადაც სოსოსთან მისატან საიდუმლო მასალებს გაიტანდა, იქიდან - მოსკოვში გადაიყვანდნენ, მერე - ციხეში ჩასვამდნენ, მერე - გამოუშვებდნენ, და ამჟამად - მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. მის პოვნაში გოგაშვილს შეიძლება დავით მაყიშვილმა აღმოუჩინოს დახმარება, რომელსაც აღწერილი მარშრუტით გაუჩინარებული ადამიანების ძებნის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია. თუმცა, შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო „რთული“ ახსნა მოეძებნოს - კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, „ჩაეხსნა“ ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, ორი სავარაუდო ვარიანტი გავაჟღერე. ამ ეტაპზე, 306-ე საკნის პატიმარს რით დავეხმარო - არ ვიცი. „ემპათიის“ ფსიქიატრების დასკვნებს დაველოდები“, - წერს ქართველიშვილი ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner