logo_geo
eng_logo
Bloomberg: ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასის გაძვირების შემთხვევაში ქარხნების 60% შეიძლება დაიხუროს
- +

3 სექტემბერი. 2022. 22:48

 

 

თუ ელექტროენერგიის ფასის გაზრდა გაგრძელდება, დიდ ბრიტანეთში ათი ქარხნიდან ექვსმა შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა, - ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.

 

ბრიტანული მწარმოებლების ორგანიზაციის განცხადებით, მწარმოებელი სექტორის კლება მომავალში შესაძლოა გაძლიერდეს, თუ მთავრობა არ მიიღებს ზომებს საწარმოების მხარდასაჭერად.

 

„ამჟამინდელი კრიზისი ბიზნესს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. შეზღუდოს წარმოება ან საერთოდ დახუროს მაღაზიები, თუ მთავრობა მათ მალე არ დაეხმარება“, - ნათქვამია MakeUK-ის ანგარიშში.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპაში ელექტროენერგიის ღირებულებამ პირველად 1000 ევროს გადააჭარბა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner