„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გია ხუხაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არშემდგარი ადეიშვილი - მეტსახელად „პარაზიტი ხუხა“!️
არსებობს ხალხი, რომლებიც ფულის გულისთვის ყველაფერს მისცემენ, აი ყველაფერს - ერთ ასეთ „ჩირქიან ფურუნკულზე“ მოგიყვებით ამბავს.
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში - ბევრი მედროვე, რომლებიც ე.წ. კოალიციაში შეძვრენ - ზოგი მთავრობაში შეხოხდა (მაგ. რესპუბლიკელები) , ზოგი პარლამენტში, ზოგი სად და ზოგი სად.
ხუხა ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა. თავისი ჩარჩ-ვაჭრული გონება ჩართო - „თავმდაბლურად“ არ მოითხოვა არანაირი თანამდებობა, თუმცა სამაგიეროდ საქართველოს „რუხი კარდინალობა“ მოინდომა!
ამ თაღლითმა იქირავა პრესტიჟული ოფისი - შეშინებულ ნაც-ბიზნესმენებს „პიქსელის“ შენობაში იბარებდა და „წილებს“ თხოვდა - ადრე ადეიშვილს უხდიდით - ახლა ადეიშვილი ხუხაშვილია და მე უნდა გადამიხადოთო!
ძალიან რომ გათავხედდა - ერთ დღეს გაეშიფრა ეს თაღლითური სქემა და თავი „დონ ვიტო კორლეონედ“ რომ წარმოიდგინა - ზუსტად იმ მომენტში ბიძინამ პანღური ამოკრა და უკანასკნელი „ბანძივით“ გააგდო ქუჩაში!️
ახლა დამჯდარა ეს არშემდგარი „ადეიშვილ-მერაბიშვილი“ და ხალხს მოძღვრავს. საქართველოს მომავალზე ესაუბრება.
წადი, დაიკარგე აქედან, „ხუხაია-მამაძაღლო“, შენი თაღლითური და არაკომპეტენტური ანალიზი ვის რაში სჭირდება. მოვა დრო და ალაპარაკდება ყველა ბიზნესმენი, თუ როგორ სძალავდი ფულს სახელმწიფოს სახელით და მერე მოგიწევს პასუხისგება სამართლის წინაშე“, - წერს სანდრო ბრეგაძე.