ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„2012 წლის 17 მაისი.
ჩემს მიერ დაფუძნებული „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ ერთობის” და მეორე საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგა 300 დაზარალებულის შეხვედრა „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან.
სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა დაპირება.
ბიძინა ივანიშვილი:
„ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში (2012 წლის 1 ოქტომბერი) ამ ხალხს გავისტუმრებთ ღირსეულად.
მე უბრალოდ ზუსტ დროს ვერ დავასახელებ,რადგან არ ვიცი რა მდგომარეობაში დაგვახვედრებს სახელმწიფო ბიუჯეტს ”ნაციონალური მოძრაობა.”
2017 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, კახა კალაძემ თავის წინასაარჩევნო დაპირებებში ეს თემა ახსენა და შესაბამისი დაპირება გასცა.
გასცა და როგორც სხვა, ამ დაპირებასაც ასრულებს.
თბილისში მყოფი 3100 დაზარალებულიდან ბინა მიიღო 1744 ოჯახმა.
დღეს არსებული პროექტის ფარგლებში ბინა მიიღო 27-მა ოჯახმა.
უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება კიდევ 104 დაზარალებული.
მიმდინარე განხილვაშია 600 დაზარალებულის განაცხადის განხილვა.
რაც ვერ შესძლო ვერავინ -კახა კალაძემ ასწია!“- წერს ლაშა გეგეჭკორი.