კახა კალაძე: მთელი გულით გილოცავთ ჩემო ებრაელო მეგობრებო როშ ჰაშანას დღესასწაულს. დაე, იყოს ეს დღე მშვიდობის, კეთილდღეობის, სიხარულის მომტანი თქვენს ოჯახებსა და მთელ მსოფლიოში!
-
+
25 სექტემბერი. 2022. 13:35
„პირველ რიგში, საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თანამოქალაქეებს და სრულიად ებრაელ ხალხს ვულოცავ როშ ჰაშანას დღესასწაულს”, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„როშ ჰაშანა, იგივე ახალი წელი, არის მონანიების, მიტევების, ახლიდან დაწყების დღე. მთელი გულით გილოცავთ, ჩემო ებრაელო მეგობრებო. დაე, იყოს ეს დღე მშვიდობის, კეთილდღეობის, სიხარულის მომტანი თქვენს ოჯახებსა და მთელ მსოფლიოში!“, - წერს კალაძე.