კახა კალაძე: ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა უკიდურესად შემაშფოთებელია
-
+
28 სექტემბერი. 2022. 22:40
„ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად არაკორექტული და არამეგობრული ნაბიჯი, ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის კანონი და ამას ქართული მხარის მხრიდან შესაბამისი პასუხი აუცილებლად მოჰყვება!“ - აღნიშნა კახა კალაძემ.