„ყველგან წააგო. წააგო 2012 წელს, წავიდა უკრაინაში, იქაც წააგო, მობრუნდა ქართულ პოლიტიკაში, ბევრი იხტუნავა, ყველაფერი იკადრა, მაგრამ 1%-საც ვერ ასცდა“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შესახებ.
მისი თქმით, ჭიჭე ვაშაძის მსგავსი ამორალური პოლიტიკოსების დრო დამთავრებულია.
„ყველგან წააგო. წააგო 2012 წელს, წავიდა უკრაინაში, იქაც წააგო, მობრუნდა ქართულ პოლიტიკაში, ბევრი იხტუნავა, ყველაფერი იკადრა, მაგრამ 1%-საც ვერ ასცდა. პოროშენკოს ხელის ბიჭი ირაკლი კობახიძეზე ხმას რომ ამოიღებს და რუსეთის აგენტობას დააბრალებს, მორალურ ფსკერზე კი არა და მის ქვემოთაა. არა შეწვდა კატა ძეხვსაო, ნათქვამია. ჭიჭე ვაშაძის მსგავსი ამორალური პოლიტიკოსების დრო დამთავრებულია“, - წერს ფოჩხუა ფეისბუქზე.