logo_geo
eng_logo
სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ
- +

3 ოქტომბერი. 2022. 10:51

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა „ქალთა სახლების“ კოორდინატორს ეკა ჩახნაშვილს და ასევე, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

 

„იგოეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დავასრულეთ. მიუხედავად ყველა არსებული პირობისა და კომფორტისა, ბავშვებისთვის სათამაშოები მართლაც დროული და საჭირო საჩუქარია“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.

 

როგორც ეკა ჩახნაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია 2017 წლიდან დღემდე უცხოელი დონორების დახმარებით საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა. ამასთან ერთად, ყოველ წელს პროექტის „სამარიტელთა ქისა“-ს ფარგლებში ბავშვებს ასაკის მიხედვით ასაჩუქრებს საბავშვო სასაჩუქრე ყუთებით. აღინიშნა ისიც, რომ იგოეთის საბავშვო ბაღთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner