-
+
3 ოქტომბერი. 2022. 16:16
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.
სამუშაოების შედეგად, 849 მეტრზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო და 7 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.
გასულ წელს, ქუჩის ზედა მონაკვეთი მოასფალტდა. ამჟამად კი, ქუჩის დარჩენილი ნაწილის მოწესრიგება სრულდება.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.