პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს
-
+
9 ოქტომბერი. 2022. 23:11
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის შალვა ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
რეგიონისთვის ასეთი პროფესიონალის, გულშემატკივრისა და ერთგული პატრიოტის დაკარგვა მძიმე დანაკლისია. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.