ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„აუუუუუუუუუუუ!!!
ეს ტიპი, როგორც თავის დროზე რეზო ამაშუკელმა აღმოაჩინა, ტუჩებს არ ატოკებს და მაინც ლაპარაკობს.
ლაპარაკობს რა, მხოლოდ ბუყბუყებს... აი, წყალში რაღაცა რომ გაეპარებათ და ეგრევე ამობუყბუყდება ხოლმე!
2007-ში და 2011-ში გვემუქრებოდა, სულებს ამოგხდითო. ვერ ამოგვხადა. სული თვითონ ამოსძვრა - აღარავის ახსოვს, ყველამ მიივიწყა, მხოლოდ მისი ავკაცობანი თუ გაახსენდებათ. პერიოდულად ჭუტაანთ უბორნიაში თუ გამოიყვანენ და ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ - ბიძინა ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიაში მოხვედრაო.
ეს უბედური ერთხელ თავისიანებმა ააფეთქეს, გადარჩა. ჭკუა ისედაც არ ჰქონდა, არაფერი დაუკარგავს, უბრალოდ ბუყბუყს მოუმატა... აი, ისე, წყალში რომ გაეპარებათ ხოლმე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.