logo_geo
eng_logo
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 19:40

 

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გამართა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდისთვის, შეიმუშავა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ორივე სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის  მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

 

„ცვლილებების საფუძველზე, შედეგობრივად გაუმჯობესდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა. ჯგუფის ყველა წევრის მიერ მოწონებული იქნა წარმოდგენილი წინადადებები. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეთა კონსენსუსზე დაფუძნებით, ამ ცვლილებებს მხარი  დავუჭირეთ“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ პოზიციაა, რომ ხელმძღვანელი პირების არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს.

 

12 პუნქტიან გეგმაში არსად წერია, რომ ეს საკითხი უნდა იქნას განხილული და თუ ეს ამ ფორმით არ იქნება ასახული, რაიმე ფორმით საკითხის ასახვა ნეგატიურ გავლენას იქონიებს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები საკითხებს უყურებენ ცალკეული პირების გათვალისწინებით, ხოლო ჩვენ საკითხებს   ვარეგულირებთ და ვაწესრიგებთ ინსტიტუციურობის თვალსაზრისით, რათა ინსტიტუტებმა შეუფერხებლად იმუშაონ და განახორციელონ საქმიანობა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ  იმ პრინციპით, რომელიც ინსტიტუტების საქმიანობას წაადგება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner