logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილის ინტერესია ერთი - საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც
- +

13 ოქტომბერი. 2022. 15:08

 

 

„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი - საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და გააკეთა კიდეც“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის მიხაილო პოდოლიაკის მიერ ტვ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს.

 

მისი თქმით, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში.

 

„წარმოიდგინეთ, ცეცხლის ალშია გახვეული უკრაინა, უტევს მტერი, უტევს რუსეთი და ამ დროს ეს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს სდებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში. მან თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი - საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და ეს გააკეთა კიდეც, ხოლო ისეთნაირი ხელმოცარულები, როგორებიც არიან არესტოვიჩები და მათ შორის პოდოლიაკები, ეს არის… „подоляк, ты просто подонок“, - ეს შემიძლია ვთქვა, სხვას არ იმსახურებს ეს ადამიანი საქართველოსგან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner