ლევან ქარუმიძე: ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა, პირველი რუსეთია
-
+
20 ოქტომბერი. 2022. 16:43
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე უკრაინის მხრიდან მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
როგორც ქარუმიძე წერს, აღნიშნული ფაქტი მისთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა:
„ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა, პირველი რუსეთია“, - წერს ლევან ქარუმიძე.