„ამ უპროცენტო ქალს და მის სიტყვას ვინმე შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს?“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა დროს განსხვავებულად აფასებს.
„ნათია მეზვრიშვილი, 2021 წელი: ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, ის გასულია პოლიტიკიდან და არანაირ გადაწყვეტილებაში არ ერევა. ქვეყანას მართავს პრემიერი გახარია. იგივე მეზვრიშვილი, 2022 წელი: ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. ახლა მითხარით, ამ უპროცენტო ქალს და მის სიტყვას ვინმე შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს?“ - წერს მეგრელიშვილი.