-
+
30 ოქტომბერი. 2022. 16:11
„მზიურის“ პარკი „ევროპის სპორტის კვირეულს“ მასპინძლობს. ღონისძიებისთვის, პარკში მოეწყო სპორტული სოფელი, სადაც მოქალაქეებს დახვდებათ სახალისო და გასართობი სპორტული აქტივობები როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
ღონისძიების მხარდამჭერია ევროკომისია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.