„ამაზე დიდი სიველურე და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა რაღა გინდათ?“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კანონს, რომელიც დაიწერა უკრაინაში უკრაინისთვის და რომელიც წერტილ/მძიმით გადმოკოპირდა ჩვენ ქვეყანაში, ბედავენ და „ოცნების კანონპროექტს“ უწოდებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ უსინდისო ტელევიზიების უტიფრობას საზღვარი არ აქვს - კანონს, რომელიც დაიწერა უკრაინაში უკრაინისთვის და რომელიც წერტილ/მძიმით გადმოკოპირდა ჩვენ ქვეყანაში, ბედავენ და „ოცნების კანონპროექტს“ უწოდებენ. ამაზე დიდი სიველურე და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა რაღა გინდათ? ამაზე დიდი უტიფრობა გინახავთ ოდესმე?“ - წერს ნიკოლეიშვილი.