logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: დეტროიტში ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა: „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა"
- +

10 ნოემბერი. 2022. 21:02

დეტროიტში ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა: „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა" - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს არ ყოფილა ერთადერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას, წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ.

„დეტროიტში ხმის მისაცემად მისული ბევრი ამომრჩეველი მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესმინა: „ბოდიში, თქვენ უკვე მიეცით ხმა“. ეს არ ყოფილა ერთადერთი დარღვევა აშშ-ში სენატისა და კონგრესის შუალედურ არჩევნებზე და დეტროიტი არ ყოფილა გამონაკლისი. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ მუქარას, რომ წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული, იყო ფულის უსაზღვრო გავლენა საარჩევნო კამპანიაზე და ა.შ. ანუ ის, რასაც ჩვენს არჩევნებზე აფიქსირებენ ხოლმე. და როდესაც ამის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სენატორი ჩვენს არჩევნებზე იტყვის, რომ "ლეგიტიმურობის ზღვარზე იყოო," უბრალოდ გამეცინება" - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner