„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი დღეს ამომრჩევლებს შეხვდება
-
+
26 აგვისტო. 2016. 12:09
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს. 26 აგვისტოს, 18:30 საათზე, მიხეილ ყაველაშვილი ამომრჩეველს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს. შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო გუნდის ახალი სახეები და პოლიტსაბჭოს წევრებიც დაესწრებიან. მისამართი: არბოს ქუჩა #2, მეტრო „ღრმაღელესთან".