მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა
-
+
26 ნოემბერი. 2022. 10:48
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ყოფილმა ქმარმა ქალს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში მუშაობდა, სამსახურში ბენზინი გადაასხა, რის შემდეგაც ცეცხლმოკიდებული ქალი ოთახში ჩაკეტა. ქალი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება19-109, 376-ე მუხლებით დაიწყო.