logo_geo 01:58
სამშაბათი. 18 მარტი. 2025
eng_logo
მერია: თბილისის ანძა განათდა პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ლოგოს ფერებში - ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი
- +

29 ნოემბერი. 2022. 23:40

 

დედაქალაქის მერიაში „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებშია განათებული.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მეათე წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up