ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1 129 გრძივი მეტრია, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად კი რკინაბეტონის ცხაურიანი კიუვეტები ეწყობა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 602 999 ლარის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ აწარმოებს.
„კონსტიტუციის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და გადაადგილებისას დისკომფორტული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტული ქუჩით ისარგებლებს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.