გოგა ხაინდრავა: მარაბდის ომს 9 ათასი მებრძოლი ემსხვერპლა. გმირებად 9 ძმა ხერხეულიძეს მოვიხსენიებთ
-
+
11 დეკემბერი. 2022. 13:16
სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უაღრესად საინტერესო ტექსტს აქვეყნებს.
„სამშობლოს დაცვა ვაჟკაცის ვალია და არა გმირობა.
სიმამაცე და თავდადება - მხედრული ღირსება.
გმირობა - თავგანწირვის მაგალითია, სამშობლოსთვის, თანამებრძოლისთვის, საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას...
მარაბდის ომს 9 ათასი მებრძოლი ემსხვერპლა.
გმირებად - 9 ძმა ხერხეულიძეს მოვიხსენიებთ“, - წერს გოგა ხაინდრავა.