თანამედროვე საქართველოს წინააღმდეგ მიდის ღია, დაუფარავი ბრძოლა, იმიტომ რომ ამ საქართველომ არ გააკეთა ის, რაშიც ათწლეულების განმავლობაში ინვესტიცია იდებოდა, - ამის შესხებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გადახედეთ რას აკეთებს გიგაური, გადახედეთ, რას აკეთებს ISFED-ი. ეს არის ამ ქვეყნის დაუფარავი მტრობა. ესენი ჩვენთვის კი არ დებენ მასალებს და ვითომ გამოკითხვებს - ეს ყველაფერი უცხოეთისთვის კეთდება. ვის სჯერა გიგაურის აქ? უამრავი დეპუტატია ევროკავშირში, რომლებიც ღრმად არაფერს კითხულობენ, მაგრამ სათაურებს კითხულობენ“, - განაცხადა ხაინდრავამ.