logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: იმ დეპრესიას, რაც მიშას აქვს, ციხის კედლებთან მიმართებაში, „ვერ ჭამის“ დეპრესიაც ემატება. ასე რომ, მძიმე მეტალები, რადიაცია, პუტინმა მოწამლა და საათებს ითვლის, თემა დახურულია
- +

12 დეკემბერი. 2022. 10:56

 

 

„ვერაფრით ვერ დავიჯერებ, მიშას, რომელიც ერთ ჭამაზე 100 ხინკალს და ზედ ერთ ტორტს აყოლებდა, ახლა მადა დაკარგვოდა“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

 

როგორც ფოჩხუა წერს, პროფესიონალი ენდოკრინოლოგის და დიეტოლოგის გარდა მას არავინ სჭირდება.

 

„ვერაფრით ვერ დავიჯერებ, მიშას, რომელიც ერთ ჭამაზე 100 ხინკალს და ზედ ერთ ტორტს აყოლებდა, ახლა მადა დაკარგვოდა. და ეს „ვერ ჭამს“, გახდომის მიზნით, კუჭის რეზექცია ყოფილა. მისი მომხრეები, ამ ოპერაციის გაკეთებას, ზოგი 7 წლის წინ, ზოგიც 1 წლის წინ გვასაღებს, რაც ტყუილია. წარმომიდგენია, იმ დეპრესიას, რაც მიშას აქვს, ციხის კედლებთან მიმართებაში, მისი მადის პატრონს, 100 ხინკლის და ზედ ტორტის დაყოლების, „ვერჭამის“ დეპრესიაც ემატება. ასე რომ, მძიმე მეტალები, რადიაცია, პუტინმა მოწამლა და საათებს ითვლის, თემა დახურულია. პროფესიონალი ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი, რაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი არსებობს, მეტი მას არაფერი სჭირდება“, - წერს ნინო ფოჩხუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner