logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა
- +

1 იანვარი. 2023. 14:00

 

 

ახალი 2023 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს.

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner