იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
-
+
7 იანვარი. 2023. 13:07
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მე-5, მე-6, მე-17, მე-16 და მე-12 პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრა და თითოეულ თანამშრომელს შობის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა.
რატი ბრეგაძემ თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა.