ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო იმართება
-
+
7 იანვარი. 2023. 15:04
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
„ალილოს“ მსვლელობაში მონაწილე პატარებს რესპუბლიკის მოედანზე ტკბილეულები გადასცა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.