logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინის ქალაქ დნიპროში, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა
- +

15 იანვარი. 2023. 13:55

 

„მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინის ქალაქ დნიპროში. მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი ჩვენება, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროში და უკრაინაში“, – წერს „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.

 

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაშავდა 73 ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner