ზურაბ ჩეკურაშვილი: სურსათის ეროვნული სააგენტო მოიცავს: სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიასა და ცხოველთა და მცენარეთა დაცვას - როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი შევავსეთ, სამივე მიმართულებით მაღალი შეფასება მივიღეთ
-
+
21 იანვარი. 2023. 22:35
"შარშან, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი შევავსეთ, ჩვენი ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი იყო სამივე მიმართულებით და საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ,"- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მოიცავს სამ ძალიან სერიოზულ სფეროს. ესენია: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და ცხოველთა და მცენარეთა დაცვა.
ჯანსაღი სურსათი, უვნებელი სურსათი მოდის ჯანსაღი ცხოველისგან და და ჯანსაღი მცენარისგან. ამ სამივე მიმართულებით არის რეგულაციების დიდი რაოდენობა, რომელიც დასაახლოებელია ევროკავშირთან“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.