მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოაცხადებს
-
+
4 თებერვალი. 2023. 12:00
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე გიორგი არევაძე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაცხადებს.
6 თებერვალს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.