პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით ირაკლი კობახიძის მისამართით გაკეთებული განცხადებებისა და სხვა მიზეზების გამო ბოდიში მოსახდელი ალექსანდრე ელისაშვილს აქვს.
„ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ანგაჟირებული, ხშირ შემთხვევაში უზნეო ბრალდებებით გამოიჩინა თავი ჩვენი გუნდის წევრების მიმართ. პოლიტიკური დაინტერესებაც აშკარად ეტყობა. აქედან გამომდინარე, ცამდე მართალიც რომ იყოს, ბევრი ბოდიში თვითონ აქვს მოსახდელი და არც ცამდე მართალია", - განაცხადა ვოლსკიმ.