განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში, სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა
-
+
10 თებერვალი. 2023. 18:56
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
- ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
- ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
- მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
- სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
დეტალური ინფორმაცია სიმძლავრის აუქციონის შესახებ განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე - www.economy.ge.