logo_geo
eng_logo
სპეციალური პენიტენციური სამსახური თურქეთის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს
- +

10 თებერვალი. 2023. 20:10

 

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სოლიდარობას უცხადებს თურქ ხალხს.

 

თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს.

 

თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრონ და აღნიშნული სასაუბრო ლიმიტი შეხედულებისამებრ გამოიყენონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner