logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა
- +

11 თებერვალი. 2023. 12:09

 

 

საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა.

 

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა.

 

ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და  პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, ასევე საქველმოქმედო აქციას მოხმარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner