logo_geo
eng_logo
პრემიერი თურქეთზე: ჩვენ პირველივე დღეებში გავაგზავნეთ 100 მაშველი, ჩვენი გმირი მაშველები არიან ჩართულნი ამ სამუშაოებში. ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს
- +

11 თებერვალი. 2023. 14:46

 

 

„თქვენ იცით, რომ ჩვენ პირველივე დღეებში გავაგზავნეთ 100 მაშველი, ჩვენი გმირი მაშველები არიან ჩართულნი ამ სამუშაოებში. ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს ჩვენმა ქართველმა მაშველებმა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.

 

„დახმარებაზე მოგახსენეთ უკვე და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner