logo_geo
eng_logo
შს მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლები დააჯილდოვა
- +

11 თებერვალი. 2023. 15:09

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს 112-ის დღე პირადად მიულოცა. მინისტრის მოადგილეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

 

„112“-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ცენტრის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

 

„112“-ის დღე 2009 წელიდან აღინიშნება. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner