კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სადაც ხაბე პოლიტიკური ლიდერია, რაღა უნდა გაგვიკვირდეს?! თუმცა, კიკუ ვაშაძე მაინც სხვა დონეა... აშშ-iს და საქართველის თავდაცვის მინისტრები, ჩემგან ფარულად შეხვდნენ ვაშინგტონში ერთმანეთსო! - გაწყრა კიკუ. მე რომ მცოდნოდა, 300 მილიონ $ მოვაცემინებდიო“, - წერს გოგა ხაინდრავა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მალულად ჩადიან ამერიკაში.