logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ ვიზა აღარ დასჭირდებათ!
- +

10 მარტი. 2016. 01:46


საქართველოს მოქალქეები ევროკავშირის ქვეყნებში ბიომენტრიული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.


ამის შესახე განცხადება  ევროკომისიის წევრმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრომოპულოსმა ბრიუსელში განაცხადა.


"შემოვდივართ წინადადებით,რომ საქართველო გადავიდეს იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ ვიზის გარეშე შენგენის ქვეყნებში. რა რა თქმა უნდა, ეს  სიურპრიზი არ არის, ჩვენ უკვე გავეცით დადებითი შეფასება შარშან დეკემბერში და ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ძირითადი ვალდებულება ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნით. ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯსრომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის შედეგად. ჩვენ გადავცემთ ამ წინადადებას ევროპარლამენტს, სადაც იმედი გვაქვს, რომ დაადასტურებენ.

 

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიომეტრუილი პასპორტები, აღარ დაჭირდებათ ვიზა შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ 90 დღის განმავლობაში ბიზნესის ტურისტული თუ საოჯახო საკითხების თვალსაზრისით" - განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში.


ევროკომისიამ ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს საკანონმდებლო წინადადება უკვე გადაუგზავნა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი გააჩნიათ, ევროპაში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner