logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მრავალდარგობრივი სამეცნიერო ჟურნალის „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
- +

2 მარტი. 2023. 15:07

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, 1930 წელს გაუქმებული მრავალდარგობრივი სამეცნიერო ჟურნალის „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“ (Bulletin de l'universite de Tiflis) აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ჟურნალი ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდეს მათი ნაშრომები, ასევე ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ხილვადობის გაზრდას სამომავლოდ,  Scopus-ის ბიბლიომეტრიულ ბაზაში ინდექსირების გზით.

 

სამეცნიერო ჟურნალის კვლევით მიმართულებებზე, ფორმატზე და სხვა დეტალებზე საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთობლივად შეთანხმდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner