logo_geo 14:40
კვირა. 16 მარტი. 2025
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: ვაკის რაიონში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა!
- +

ავტორი ანა ფერაძე

31 აგვისტო. 2016. 02:58


„ქართული ოცნების" ვაკის  მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობის პრობლემებს ხელისუფლება მაქსიმალურად აგვარებს. ხუციშვილი იმედოვნებს, რომ ვაკეში უკანონოდ შესახლებული კორპუსების გაზიფიცირების პრობლემაც მალე მოგვარდება.


„ვაკის რაიონში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ,  რა თქმა უნდა, მოსახლეობა მეტს მოითხოვს.

არის რამდენიმე კორპუსი, სადაც უკანონოდ არიან შესახლებულები, მათ გაზიფიცირების პრობლემა აქვთ, რადგან „ყაზტრანსგაზს" უკანონო ფართებში გაზის შეყვანის უფლება არ აქვს. თუმცა, გვპირდებიან, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.

 

არის აგრეთვე ავარიული სახლები, რომელთა პრობლემა  ადგილობრივი გამგეობების მიერ მოგვარდება", - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up