logo_geo
eng_logo
ნინო ქათამაძე: ხალხის ნაკადი არ წყდებოდა ბათუმში, რაც „Check in Georgia“-ს დამსახურებაა
- +

31 აგვისტო. 2016. 13:05



მომღერალი ნინო ქათამაძე „Check in Georgia" -ს პროექტს წარმატებულს უწოდებს და  იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ის უფრო დახვეწილი და  მოწესრიგებული იქნება.


„მთელი ზაფხული იყო დაკავებული და ხალხის ნაკადი არ წყდებოდა ბათუმში,  რაც   „Check in Georgia"-ს დამსახურებაა,  პროექტი  წარმატებული იყო. ეს ის პროექტია, რომელიც პროცესში მუშავდება,  არ შეიძლება ითქვას, რომ ამან  100% გაამართლა ან პირიქით არ გაამართლა", - განაცხადა მომღერალმა „რეპორტიორთან"  საუბრისას.


ნინო ქათმაძემ პროექტის სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი.


„მე პირადად ჩემს კონცერტზე რაღაც სირთულეები მქონდა,  მაგრამ თვითონ იდეა კარგია. იყო რაღაც ნიუანსები, რაც დასახვეწია, აქ ძალიან ბევრი რამეა მოსაწესრიგებელი.  ვფიქრობ, რომ პროექტ   „Check in Georgia"-სთან ერთად უნდა გაიზარდოს მომსახურების  ხარისხიც და თვითონ ტექნიკური,  ანუ მუსიკალური ნაწილიც.  რა თქმა უნდა, შემდეგ წელს ეს პროექტი უფრო დახვეწილი უნდა იყოს",-  აღნიშნა ქათამაძემ.


მომღერალმა  21 აგვისტოს  „Check in Georgia"-ს ფარგლებში ბათუმში, ჩოგბურთის კლუბში გამართა კონცერტი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner