logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის განცხადება
- +

25 მარტი. 2023. 14:45

 

 

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

 

კერძოდ, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ  ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება.

 

რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

 

სატრანსპორტო შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner