სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურისა და ესპანური კომპანიის „ვივეროს ვერონი“ აგრონომიული სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამართეს.
სემინარი თემაზე „კურკოვანი კულტურების სხვლა-ფორმირების პროგრესული მიდგომები“ ცენტრის ჯიღაურას მეხილეობის საკოლექციო ბაღში ჩატარდა და მოიცავდა კურკოვანი კულტურების (ატამი, გარგარი) გასხვლის თანამედროვე პროგრესულ მეთოდებს და 2D (ბრტყელი) ბაღის კონცეპტუალური ფორმირების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახური და ესპანური კომპანია „ვივეროს ვერონი“ ფერმერებისთვის რეგულარულად ატარებენ ერთობლივ ტრენინგებსა და სემინარებს, რომლის მიზანია საქართველოს მეხილეობის სექტორის პროდუქტიულობისა და მდგრადობის ამაღლება პერსპექტიული სხვლა-ფორმირების მეთოდებისა და ახალი ჯიშების ინტროდუქციის საფუძველზე.