„მე ვფიქრობ, რომ მას [დავით კეზერაშვილს] მოუწევს თავის მართლება მათ შორის იმ მედიაფლაგმანის წინაშე, რომელიც მას პირდაპირ ბრალს დებს ამ უბინძურეს დანაშაულში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„როდესაც იმეტებდნენ საკუთარ სამშობლოში საკუთარ თანამემამულეებს, მე არ გამიკვირდება, რომ გაიმეტონ ევროპაში მცხოვრები უმწეო მოხუცები“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.