გადაუდებელი საგზაო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სოფელ გლდანისკენ მოძრავი N365 ავტობუსი მგზავრებს დროებით მხოლოდ ლიბანის შესახვევის N22 კორპუსამდე მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოძრაობის დადგენილი მარშრუტი საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
რაც შეეხება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ სოფელ გლდანისკენ მოძრავ N355 ავტობუსს, იგი შეუფერხებლად იმოძრავებს.