"მთავარი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია თანდათან სუსტდება. შესაბამისად, ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს, იმისთვის რომ მივიღოთ კარგი შედეგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციაში მიმდინარე შიდა პროცესებიც შეაფასა.
„ვიდრე მიმდინარეობს ეს შესაკრებთა გადანაწილების პროცესი, შესაკრებთა ჯამი მცირდება. ეს არის ძალიან კარგი. ვიდრე ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობებს, აქვთ კონფლიქტები, ოდიოზურ პირებს ირჩევენ თავმჯდომარეებად და მაღალ თანამდებობებზე, ამასობაში რეალურად ამ შესაკრებთა ჯამი მცირდება. ზოგი შესაკრები შეიძლება საერთოდ აღარ იყოს აქტუალური რადიკალური ოპოზიციის მათემატიკურ ფორმულაში“, - განაცხადა კობახიძემ.